LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში, ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლების დროს, პოლიციამ ათასზე მეტი ადამიანი დააკავა

65
ნავალნი

გუშინ, რუსეთის რამდენიმე ქალაქში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებზე, პოლიციამ ასეულობით ადამიანი დააკავა. ნავალნის მხარდამჭერები საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი განთავისუფლებას მოითხოვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება – ОВД-Инфо ავრცელებს.

რუსი ოპოზიციონერი და პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კვირაა შიმშილობს და მასთან დამოუკიდებელი ექიმების შესვლას  მოითხოვს.

ОВД-Инфо-ს ინფორმაციით, მოსკოვის დროით, 22:30 საათზე, მთელ რუსეთში დაკავებულთა რიცხვმა ათასს გასცდა. იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავისი ყოველწლიური გამოსვლით პარლამენტის გაერთიანებული სხდომის წინაშე წარსდგა, ვლადივოსტოკიდან მოსკოვამდე, არაერთ ქალაქში, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. მხარდამჭერი აქციებისკენ კი საზოგადოებას  ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა მოუწოდა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსეთის მთავრობას ფონდის ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიჩნევა და დახურვა სურს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში პოლიციამ მანეჟის მოედანი გადაკეტა, სადაც ნავალნის მომხრეები უნდა შეკრებილიყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაში ექვსი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელეარხ „დოჟდის“ თანახმად, მოსკოვში გამოსულ დემონსტრანტთა რიცხვი ათი ათას აღწევდა, როცა “Открытые медиа-“მ 25 ათასი დაასახელა, ხოლო Белый счётчик”-მა 20-25 ათასი.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მაგრამ იანვრისა და თებერვლის აქციებისგან განსხვავებით აქცია არ დაშალა. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ ნავალნის ოლჯახის წევრები: ცოლი – იულია, ძმა – ოლეგი, ასევე ცნობილი რეპ-მომღერლები.

პეტერბურგში პოლიციამ სასახლის მოედანი გადაკეტა, რის გამოც ხალხი ისაკის ტაძრის წინ შეიკრიბა და  მსვლელობა იქიდან გამართა. მოსკოვისგან განსხვავებით, იქ პოლიცია მკაცრად მოქმედებდა, დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

ნიჟნი ნოვგოროდში დააკავეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ეფიმ ხაზანოვი, რომელიც განყოფილებაში წაიყვანეს და ოქმი ადმინისტრაციული დარღვევის – არასანქცირებულ აქციის ორგანიზების გამო შეადგინეს.

მოსკოვში ასევე დააკავეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ვლადიმირ რიჟკოვი იმავე ადმინისტრაციული მუხლით. ნავალნის პრესმდივანს, კირა იარმიშს კი, ათ დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი უკვე მიუსაჯეს – არასანქცირებული აქციის ორგანიზებისთვის.

გაგეცინებათ, ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს: ალექსეი ნავალნი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g