რუსეთის პოლიციამ გასულ უქმეებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გადაჭარბებით გამოიყენა, რასაც 70-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურში აცხადებენ.
გაერო-ს წარმომადგენელი რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, მისცეს მოსახლეობას მშვიდობიანი აქციების გამართვის და მათში მონაწილეობის უფლება შეზღუდვების გარეშე.
„ხალხის ჯგუფის მართვისთვის რუსეთსა და ნებისმიერ ადგილას, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა მოხდეს ყოველთვის პროპორციულად არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, თუ საფრთხე არსებობს და ასევე იგი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ბოლო გამოსავლის სახით“, – განაცხადეს გაერო-ს წარმომადგენელმა.
გასულ შაბათს მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრაცია პოლიციამ ხელკეტებით დაშალა. აქციები მოსკოვში ოპოზიციური კანდიდატების მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში დარეგისტრირებაზე უარის თქმას მოჰყვა
