LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში საბაზე კარგი მცველი არავინაა: კვირკველია პირველ წრეში დაფასდა

38

გამოცემამ „რეალნოე ვრემია“ რუსული პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი და სეზონის აღმოჩენა დაასახელა და მათ შორის ადგილი ქართველსაც მიუჩინა.

გამოცემის აზრით, პირველი წრის საუკეთესო მცველი საბა კვირკველიაა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელის ამჟამინდელი გუნდი, მოსკოვის „ლოკომოტივი“ პრემიერლიგის ლიდერია და გამოცემა მიიჩნევს, რომ ამაში დიდი წვლილი სწორედ ქართველმა ითამაშა.

„დაცვაში საუკეთესოს დასახელება მარტივი აღმოჩნდა. ჩვენს ჩემპიონატში ცოტაა ისეთი მცველი, რომელიც დაცვასა და თავდასხმაში კარგად თამაშობს. ამ კატეგორიის მოთამაშეების ყველაზე ნათელი წარმომადგენელი საბა კვირკველია გახლავთ. „ლოკომოტივის“ უკანა ხაზის ლიდერმა მიმდინარე სეზონში ორჯერ გაიტანა. მისი პირველი გოლით მოსკოვურმა გუნდმა „არსენალთან“ (1:0) მოიგო, მეორედ კი ყოფილი გუნდის, ყაზანის „რუბინის“ (1:1) კარი აიღო.

ამავე დროს, კვირკველიას უშუალო მოვალეობების შესრულებაც არ ავიწყდებოდა: „ლოკომოტივმა“ პირველ წრეში სულ 11 ბურთი გაუშვა, რაც, უპირველესად, ქართველის დამსახურებაა. მან წარმატებით შეცვალა ხორვატიის ნაკრების ტრავმირებული მცველი ვედრან ჩორლუკა და „რკინიგზელთა“ ფანებს დაავიწყდათ, რომ სამწვრთნელო შტაბს ეს პრობლემა ჰქონდა”, – წერს გამოცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები