LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან მოლაპარაკებები გვაქვს და ალბათ, მათგან შევისყიდით რაღაც რაოდენობით გაზს – ეკონომიკის მინისტრი

26056037_10215469372872549_8139653824364956001_n-1514569492

დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს – ალბათ რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობის გაზს იმ ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, – აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.როგორც ქობულიამ განმარტა, რუსეთისგან “რაღაც რაოდენობით“ გაზის შესყიდვა დღესაც ხდება, რათა შეიქმნას დივერსიფიკაცია და იყოს კონკურენტული ფასი გაზზე.

“დიახ, ჩვენ გვინდა შევქმნათ საშუალება, რომ იყოს გაზის არა ერთი მომწოდებელი, არამედ ერთზე მეტი მომწოდებელი. დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობით გაზს იმ ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს იქნება და ჩვენ პირობების გაუმჯობესებაზე მიგვყავს მოლაპარაკებები, რაც რთული მოლაპარაკებებია და საჭიროებს დროს. წელს, რაღაც რაოდენობით გაზს შევისყიდით [რუსეთისგან], იმიტომ, რომ შევქმნათ დივერსიფიკაცია და უფრო კონკურენტული ფასები იყოს ჩვენთან გაზზე, დღესდღეობით შემოგვაქვს მხოლოდ [აზერბაიჯანისგან]… რუსეთისგანაც ვყიდულობთ ჯერ ეს ერთი, რაღაც რაოდენობით გაზს და ვყიდულობდით ყოველთვის და ჩვენ გვინდა, შევქმნათ დივერსიფიკაცია გაზის, ამიტომაც, ჩვენ მიგვყავს მოლაპარაკეები, რომ მივიღოთ ძალიან კარგი…. როცა მოლაპარაკებები შედგება, გეტყვით [ფასს] – განაცხადა მინისტრმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g