LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან ომი შესაძლოა 2042 წლამდე გაგრძელდეს – არესტოვიჩი

264
ARESTOVICHI

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2042 წლამდე გაგრძელდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაჭიანურებული ომი არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა.

“ომი ამ გაგებით, ცივილიზაციური გაგებით. ეს სულაც არ ნიშნავს სამხედრო შეტაკებებს…

ეს შეიძლება იყოს 2042-მდე, თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, როგორ მოხდება ეს და რაც მთავარია, უკრაინა გთავაზობთ აქტიურ მექანიზმებს ამის წინააღმდეგ საბრძოლველად”.- თქვა არესტოვიჩმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმ თქვა, რომ ომი შეიძლება 2035 წლამდე გაგრძელდეს.

ალექსი არესტოვიჩი: 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით  ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები