რუსი ბიზნესმენების შვილების ქორწილმა მთელი ამერიკა აალაპარაკა. ელდარ ოსმანოვის ვაჟმა და ალბერტ ავდოლიანის ქალიშვილმა ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში იქორწინეს. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ყოველ წელს „ოსკარების“ დაჯილდოება იმართება ხოლმე. ლედი გაგა, სტას მიხაილოვი თუ ნიკოლაი ბასკოვი კი მხოლოდ ნაწილი არიან იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც სტუმრების გართობაზე ზრუნავდნენ. თავად დარბაზი კი ძალიან მდიდრულად იყო გაფორმებული და რამდენიმე მილიონი დოლარი მხოლოდ ყვავილებზე დაიხარჯა.
დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს შესასვლელში სიმფონიური ორკესტი ხვდებოდათ და სასიამოვნო განწყობას ქმნიდა. მოგვიანებით კი მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ, რაც ასევე რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების იყო.
რაც შეეხება პატარძლის ჩაცმულობას, ამაზე ცნობილმა დიზაინერებმა იზრუნეს და ზუსტი ბიუჯეტი ჯერ-ჯერობით არ სახელდება.
https://www.instagram.com/p/BWCggfnnq8A/