საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თბილისში შესაძლო, დაბრუნების თემას რუსული მედია აქტიურად აშუქებს.
სააკაშვილი სერიოზულად რისკავს საქართველოში დაბრუნებით, სადაც მასზე რამდენიმე საქმეა აღძრული, – წერს Lenta.ru .
საკითხთან დაკავშირებით, სააგენტო ესაუბრა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს ანდრეი კლიმოვს, რომელმაც განაცხადა, რომ „სააკაშვილი საქართველოში არასოდეს დაბრუნდებოდა, მისთვის რაიმე რისკი რომ არსებობდეს.
კლიმოვი დარწმუნებულია, რომ საკითხი ამერიკელებთან არის შეთანხმებული.
მისივე თქმით, სააკაშვილი არაფერს აკეთებს პირადი სარგებლის გარეშე.
ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირს არ აქვს რესურსი და სურვილი იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, ეს მკაფიოდ განვუმარტეთ სააკაშვილს
კრამონის განმარტებით, ასეთ პოლიტიკურ გარემოში, სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.
სახელმწიფო დუმის წევრი დიმიტრი ნოვიკოვი ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტის შესაძლო დაბრუნება საქართველოში „ხმაურიანი მოვლენების“ დაწყებას შეიძლება ნიშნავდეს.
„სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც მსგავს ავანტიურებს კონკრეტული მიზნით გეგმავს. ეს საკითხი მის უახლოეს მეგობრებთან და ოკეანეს მიღმა პარტნიორებთან არის შეთანხმებული. ჩვენ არაერთი საინტერესო ფაქტი გველოდება საქართველოში”, – განაცხადა კლიმოვმა.
დიმიტრი ნოვიკოვი ამბობს, რომ სააკაშვილის ფიგურის ოდიოზურობის მიუხედავად, ის საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მშვენივრად ერკვევა.
მას კარგად შეუძლია საკუთარი ნაბიჯების შედეგების გათვლა – მიაჩნია რუს დეპუტატს.
„ეს ადამიანი საკმაოდ ეგზოტიკურ საქციელთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, მან საქართველოს პოლიტიკის თავისებურებები მშვენივრად იცის. თუ ის ერთი შეხედვით, სარისკო ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ე.ი. მას შედეგები გათვლილი აქვს. ის ვარაუდობს, რომ პოლიტიკური დივიდენდები რისკზე უფრო მაღალია. ასე რომ ის, სავარაუდოდ, საქართველოში გარკვეული საინტერესო მოვლენების მოლოდინშია”, – განაცხადა ნოვიკოვმა.
6 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების დღეს თბილისში დაბრუნდება, რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ.
ამავე თემაზე:
პაპუაშვილი: მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს, წარმატების შანსი არ აქვს
პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს – პაპუაშვილი