LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს – პაპუაშვილი

143
BeFunky-collage (3)

იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვისაც ექნება კითხვის ნიშანი უნდა აღსრულდეს თუ არა სანდრო გირგვლიანისა და ვალერის გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები, – ამის შესახებ ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ამის მოლოდინი არ არსებობს.

“საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას სამი წელი აქვს მისჯილი. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს ექვსი წელი. გარდა ამისა, სასამართლო განხილვის პროცესშია 8 მილიონის გაფლანგვისა და „იმედის” საქმე…

არ მგონია, რომელიმე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს მკვლელობისა და ცემის საქმეში მსჯავრდებული ადამიანის საპატიმროდან დახსნაში ჩარევის სურვილი ჰქონდეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ინფორმაციით, მმართველი პარტია სათადარიგო გეგმას ამზადებს იმ შემთხვევისთვის თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

იხილეთ ვრცლად:

„გაგანდობთ ერთ ინფორმაციას, სანდო წყაროდან მოპოვებულს” – მელიას თქმით, „ოცნება“ სათადარიგო გეგმას ამზადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები