LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაგანდობთ ერთ ინფორმაციას, სანდო წყაროდან მოპოვებულს” – მელიას თქმით, „ოცნება“ სათადარიგო გეგმას ამზადებს

445
ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილი

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ინფორმაციით, მმართველი პარტია სათადარიგო გეგმას ამზადებს იმ შემთხვევისთვის თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობის შესახებ ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„გაგანდობთ ერთ ინფორმაციას, სანდო წყაროდან მოპოვებულს. სალომე ზურაბიშვილს, იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს, რომ პროკურატურაში „ტოპ“ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება.

იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში, იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს სათადარიგო გეგმა. ესეც სასოწარკვეთის მანიშნებელია. ეს ძალიან სარწმუნო ინფორმაციაა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსნებთ, ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში 2 დღის წინ თბილისში ჩამოსვლის თარიღი დააკონკრეტა და 2 ოქტომბერს, კიევი-თბილისის რეისზე გაკეთებული ჯავშნის ფოტო გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები