LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი ადგილი ციხეშია, თუ ასეთი საოცრება საერთოდ მოხდა, ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია – გახარია სააკაშვილის ჩამოსვლაზე

151
gaxaria da miSa

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, თუკი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავს, ეს „ქართულ ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.

გახარიას შეფასებით, მმართველი ძალა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილით აშინებს.

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, „ფეიკ“ რაღაცის დადება, ეს არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავიანთი მომხრეების მობილიზება მოახდინონ. ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს რა თქმა უნდა, „ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები რაღაცით შეაშინონ და აშინებენ ამით.

რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის? არანაირი. ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილი, არავინ არ არის, მისი პოლიტიკური რეპუტაცია ნულია, კარიკატურული ფიგურაა, ერთადერთი მნიშვნელობა თუ რაიმე აქვს, აქვს „ოცნებისთვის“ და ასე გამოაძრობენ ხოლმე, მაშინ როცა გაუჭირდებათ.

გოცირიძე: საკითხი მარტივადაა, სააკაშვილი მოდის, მიდის ციხეში, ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თვითმფრინავი სხვაგან დასვან, გოცირიძე ამბობს, რომ ომ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ორი ობცია არსებობს. პირველი, თუ მოხდა სასწაული ოცდამერვეჯერ, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია. თუ ასეთი საოცრება საერთოდ მოხდა, დარწმუნებული ვარ, ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია, მის გარეშე ეს წარმოუდგენელია, რაც მოხდება ამის შემდეგ და „ოცნება“ რასაც იკადრებს, ზუსტად იგივე იქნება, რაც მელიას გაუკეთეს – ამნისტია. აგერ ნახავთ ყველა ერთად“, – განაცხადა გახარია.

კითხვაზე, მოჰყვება თუ არა, სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო ზეწოლა, გახარიამ განაცხადა, რომ ეს ასე არ იქნება. „რა მოყვება? ამას არაფერი მოყვება. ჯერ ერთი, არ ჩამოვა, მეორეც ერთი, ვერ ჩამოვა. ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებული ჩამოვა, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ „ოცნებამ“ თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ამნისტიაზე საუბარი, ამას მოყვება მერე ადამიანების, რიგითი მოქალაქეების გაბრაზება და მრისხანება“, – განაცხადა გახარიამ.

პაპუაშვილი: მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს, წარმატების შანსი არ აქვს

პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს – პაპუაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები