LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: საკითხი მარტივადაა, სააკაშვილი მოდის, მიდის ციხეში, ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ

476
BeFunky-collage (4)

საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში – მისი პოლიტიკური პატიმრობა მოკლე ხნიანი­ იქნება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, არც ამომრჩეველი და არც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებული პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გამო, მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდი ხნით არ დატოვებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თვითმფრინავი სხვაგან დასვან, გოცირიძე ამბობს, რომ ომ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს - პაპუაშვილი

არ მგონია, რომელიმე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს მკვლელობისა და ცემის საქმეში მსჯავრდებული ადამიანის საპატიმროდან დახსნაში ჩარევის სურვილი ჰქონდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“მკითხაობის დონეზე არსებული უამრავი შეფასება მოვისმინეთ, რომ თურმე არ ჩამოვა თვითმფრინავით და სადღაც საზღვრიდან შემოვა, გაჟღერდა ისიც, რომ ხელისუფლება თურმე აპირებს თვითმფრინავი სხვაგან დასვას, ამათ ჭკუა მართლა არ მოეკითხებათ, მაგრამ ეს არის სერიოზული არამარტო საერთაშორისო სკანდალი, არამედ საერთაშორისო დანაშაული. მითუმეტეს, თვითმფრინავის მანევრირებითაც არის შეზღუდული, რუსეთში მართლა პუტინთან ხომ არ დასვამენ? დარჩა ერევანი, ტრაპზონი, ამინდი რომ არ იყოს, 200 ადამიანს რისკის ქვეშ რომ დააყენებ, ეს წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ ამათ ჭკუა არ მოეკითხებათ. საკითხი არის ძალიან მარტივად, მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი, ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ, მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ისე გარეთ ყველამ იცის, საქართველოში არ არსებობს სასამართლო, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ მოცემულობაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა შეზღუდული იქნება ძალიან მოკლე ხნით,”-განაცხადა გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები