რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ მალინოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ოპოზიციონერის ნასამართლეობაა. მალინოვსკის განმარტებით, კანონით დადგენილი წესით, ნავალნის ნასამართლეობა არ მოხსნია.
მანამდე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრი 2028 წლის შემდეგ შეეძლება.
რუსეთის პრეზიდენტობის მსურველმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ კანდიდატურას მოიხსნის, თუკი 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაარეგისტრირებენ.
