LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსი სპეცაგენტების სია შესათანხმებლად თბილისიდან მოსკოვში გადაგზავნეს..“ – სოსო გოგაშვილი სკრიპალების საქმეზე ციხიდან განცხადებას ავრცელებს

127
ფგტჯტყ

груსული ოცნება ნაწილი პირველი – სკრიპალების საქმე – ამ სათაურით ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას.

ამჯერად, გოგაშვილი „სკრიპალების საქმეს“ იხსენებს, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა მსოფლიოს თანამეგობრობას შეერთებოდა სოლიდარობის აქციაში და რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გაეძევებინა.

გოგაშვილი წერს, რომ სპეცაგენტების 10-კაციანი სია გომელაურს გადასცა, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა სია გადაიგზავნა შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში.

„ქართული ოცნება არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია. რა თქმა უნდა ე.წ. დეპუტატებს ყველას ამას არც ეტყვიან. ამიტომაც მზად არიან “დაიგინონ”, ამიტომ იმათთვის, ვინც ჯერ ისევ მზად არის ,,დაიგინოს’’. ვურჩევ გაეცნონ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას.

ალბათ, ყველას გახსოვთ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების “ნოვიჩოკით“ მოწამვლის ამბავი. მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა მკაცრი პასუხი გაეცათ რუსეთისთვის.

სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გააძევეს ქვეყნიდან. მოლაპარაკებების შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა ე.წ. სოლიდარობის აქციაში ჩართვა. პირადად მე დამევალა სია იმ სპეცაგენტების, რომლებიც მუშაობდნენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში.

"გული მწყდება, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც" - ვახტანგ გომელაური ბრალდებებს პირველად პასუხობს და ჰყვება, როგორ აწინაურებდა გოგაშვილს

"ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ. მე არავის არაფერს ვაყვედრი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე. არაერთხელ დამიცვია გუნდისგან". - გომელაური გოგაშვილზე

გავაკეთეთ 10 კაციანი სია, (“ფსბ”, “გრუ” და “ევრ”) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადავეცი გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა სია გადაიგზავნა შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში. იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი. ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა “ქოცებმა”,  “შეგვაქეს” კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს , რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი. თავის მხრივ რუსეთმა გამოგვიძევა ნამდვილი დიპლომატი. თქვენი უცხოელი პარტნიორები მიხვდნენ ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება ბუნებრივია ამაზე არ მომხდარა. ეს გახლავთ ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთი მაგალითი. გაგრძელება იქნება..

სოსო გოგაშვილი,

306-ე საკანი“, – ნათქვამია გოგაშვილის გავრცებულ წერილში.

ამავე თემაზე:

“საზოგადოებას მედიით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუს-ის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან” – გოგაშვილი ახალი მასალების გასაჯაროებას აანონსებს

„არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ „მასკარადში“ – რა წერია განცხადებაში, რომელითაც სოსო გოგაშვილი მოსამართლეს მიმართავს და პროცესებზე დასწრებაზე უარს ამბობს

მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავეა – ვახტანგ გომელაური და რატი ბრეგაძე… ხვალ გავასაჯაროებ მტკიცებულებას, რომელსაც ვერ წაშლით – გოგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები