რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ისინი საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს უკვე გადასცა.
37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოთხი დღის განმავლობაში მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.
სოფელ კირბალის მკვიდრი, 50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილი კი ოკუპანტებმა 7 ოქტომბერს გაიტაცეს.