LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

76

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე – ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა – დააკავეს.

როგორც “ფორტუნას„ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.

“ამ ეტაპზე ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული პირები დაკავებულები არიან ე წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”,- აცხადებენ სუს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g