რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანატოლი კურტევსა და ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივან კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ასევე გახდა ცნობილი, რომ დაღუპულია ერთი და დაჭრილია ორი ადამიანი.
„დაახლოებით 19:15 საათზე, მტერმა ქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა. სულ გამოშვებულია ხუთი რაკეტა. შევჩენკოვსკის რაიონის ცენტრში განადგურებულია ინფრასტრუქტურა. გაჩნდა ხანძარი“, – წერს სტარუხი სოციალურ ქსელში.