რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ახრისის მკვიდრი დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, პაატა არაქელოვის დაკავება ზემო არცევთან მოხდა.
როგორც “ფორტუნას” სუს-ში განუცხადეს, ზემო არცევთან საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკაშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმორებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.