რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან მათ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციამ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“