რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ასევე შეუერთდნენ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეებიც, რომლებიც რუსთაველოს გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებიან. აქციას, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.
