რუსთაველის გამზირზე დამატებით სპეცდანიშნულების რაზმები უკვე მძიმე ტექნიკით გამოჩნდნენ. ადგილზე არიან აქციის მცირერიცხოვანი მონაწილეები.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ. დაშავებულებს შორის არის რუსთავი 2-ის ჟურნალისტიც, რომელსაც რეზინის ტყვია მოხვდა.
აქციის მონაწილეებმა სასტუმრო მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაიცვლეს.