LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2 ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ ფორმატზე უარს ამბობს და საკუთარ პირობებს სთავაზობს

78

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ ფორმატზე უარს ამბობს და ბიძინა ივანიშვილს საკუთარ პირობებს სთავაზობს:

“1. წარმოდგენილ იქნეს რესპონდენტად გადაცემა ”არჩევანში”, ნებისმიერ სამშბათს, 22:00 საათზე, ”რუსთავი 2”-ის შენობაში, სანდრო ეულის 5ა.

2. მისთვის დასასმელი საკითხების წრე განისაზღვრება საკუთრივ არხის მიერ და წინასწარ ეცნობება (საკითხები და არა კონკრეტული შეკითხვები) რესპონდენტს;

3. თუ ბატონი ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის ჩვენს ეთერში მასზე გასული ცალკეული გადაცემების შესახებ საუბარს, თოქშოუ არჩევანის წამყვან გიორგი გაბუნიასთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ის ჟურნალისტები, რომელთა მხილებასაც ის აპირებს სიცრუის ტირაჟირებაში. მხოლოდ ამგვარად მივიჩნევთ შესაძლებლად პოლემიკის ადეკვატურად წარმართვას, რადგან გიორგი გაბუნია ვერ იქნება რელევანტური მაგალითად, ეკა კვესიტაძის ან აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ გადაცემებზე დისკუსიის წარსამართად;

4. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, ჩვენი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი კოლეგების მიმართ. მოდერაციას განახორციელებს გადაცემის წამყვანი – გიორგი გაბუნია;

5. გადაცემა გადაიცემა მხოლოდ პირდაპირ ეთერში, ვინაიდან, შესაძლოა დადგეს ფორმატის კორექტირების საჭიროება და მასში დამატებით ჟურნალისტების ჩართვის საჭიროება, ჩვენს შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი პასუხი დასაგეგმ ეთერამდე არა უგვიანეს 1 კვირისა”, – ნათქვამია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაში, რომელსაც ის ტელეკომპანიის სახელით ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები