LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2” და “კავკასია” “ნაცმოძრაობას” წარმოადგენენ – ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრა მედიის კრიტიკით დაიწყო

114

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მედიასთან მორიგი შეხვედრა “ნაციონალურ მოძრაობის” დროს მედიაში არსებული ვითარების მიმოხილვით დაიწყო. მან “რუსთავი 2”-თან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ არხად “კავკასია” მოიხსენია. ასევე, აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს “მაესტროელები” იბრძოდნენ სიტყვის თავისუფლებისთვის, თუმცა, ეს არხიც, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იმართებოდა.

“რაც შეეხება დღეს ჩვენს შეხვედრას, მე საწყისი სიტყვით მინდოდა გადავსულიყავი არაჩვეულებრივ მოვლენაზე, როცა საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაქვს მაგალითი იმისა, რომ მედია აცხადებს უარს მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ხელისუფლებას მე არ წარმოვადგენ, მაგრამ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავართ და ის რომ “რუსთავი 2”-მა სამწუხაროდ, სატელიტად პირდაპირ დაფიქსირდა “კავკასია,” უარს ამბობენ შეხვედრაზე მოსვლაზე, ამით აჩვენეს ის, რომ რაც ხდებოდა მათი მმართველობის დროს, “ნაციონალური მოძრაობა” მყავს მხედველობაში და ეს ტელევიზიებიც, რომლებიც რეალურად მათ წარმოადგენენ. კარგად გახსოვთ, რომ ოპოზიციისთვის ტელევიზიები დახურული იყო, იგივე “კავკასია” გქონდათ ფსევდო ოპოზიციური თუ გახსოვთ და იქ ახერხებდნენ ორთქლის გამოშვებას და ამას ახერხებდნენ ხელოვნურად.

“სხვა დიდი ტელევიზიები და “მაესტროც”, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა ეტაპები და მინდა “მაესტროელებმა” გამიგონ, ისინი გმირულად იბრძოდნენ სიტყვის თავისუფლებისთვის, იყო ასეთი ეტაპები და იყო ეტაპი, როცა იმართებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისგან”, ოპოზიციას აზრის გამოთქმის საშუალება არ ჰქონდა. დღეს მოხდა პირიქით, იგივე ხალხმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მოახერხეს და აერიდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრას. ეს გახლდათ ის, რასაც ვამბობდი სამი დღის წინ, შეხვედრა გვქონდა პრესკონფერენცია, სადაც “რუსთავი 2”, “იმედი” და “ტვ პირველი” იყო წარმოდგენილი და იქ გადათარგმნეს ჩემი მინიშნება “რუსთავი 2″-ის მიმართ, რომ ელემენტარული სტანდარტები უნდა იყოს დაცული, განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს და მხოლოდ სიცრუეს არ უნდა აფრქვევდეს,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს მინიშნება თავდასხმად აღიქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g