LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ში ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამას” წილები, შეიძლება, დღეს დააყადაღონ – ოქრუაშვილმა სასამართლოს უკვე მიმართა

306
xalvashi-oqruashvili

ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა და ტელეკომპანია რუსთავი 2 სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში – დღეს გახდება ცნობილი, დააყადაღებენ თუ არა ხალვაშისა და შპს “პანორამას” წილებს რუსთავი 2- ში. ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნის საფუძველი ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველია. 

რაც შეეხება ხალვაშის ადვოკატს და ახლა უკვე რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტები გაყალბებულია.

“სასამართლოში შევიტანეთ გაცხადება სარჩელი უზრუნველყოფის თაობაზე და მოვითხოვეთ ქიბარ ხალვაშის და “შპს პანორამას” წილების დაყადაღება “რუსთავი 2”-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში “რუსთავი 2″-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, ეს გახლდათ პრევენცია, რომ არ მოხდეს ბატონი ქიბარის მიერ წილების გასხვისება მესამე პირებზე,”-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, გიორგი ზედელაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g