LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მისულ მხარდამჭერებს ნიკა მელია საკნიდან მიესალმა

57
ნიკა მელია

“ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს” – ამ სლოგანით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მისულ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მხარდამჭერებს, თავად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გისოსებიდან მიესალმა.

რუსთავის ციხესთან მელიას მხარდამჭერი აქცია დილიდან იმართება. პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა ავტოკოლონებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სჯერათ, ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებას მალე ღირსეულად დატოვებს.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს ჰიმნიც შესრულდა.

ამ დროისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიცია კვლავ უცვლელი რჩება – მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და ყველა, ვინც გირაოს გადაიხდის, მისი მტერი იქნება.

ქართულ ოცნებას – მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით: ნიკა მელია

პოპულალურები