LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გამო გარდაიცვალა

780
OPERACIA

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 18 წლის გოგონა, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა, გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია რადიო “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ინფორმაცია არა ოჯახმა, არამედ თავად კლინიკამ მიაწოდა.  

ცხვირის ძგიდის ოპერაციისას 40 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ერთ თვეში გახდება ცნობილი

ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ  საერთაშორისო სტანდარტით სინჯის გაკეთება რეკომენდებული არ არის

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონას გული ოპერაციამდე გაუჩერდა, მომხდარში კი ისინი  ექიმებს ადანაშულებენ.

კლინიკის დირექტორის მოადგილე განმარტა, რომ  წინასწარ სინჯი გაკეთდა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა.

“ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა, თავადაც ნახეს, რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს. არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ეს გარანტია რომ იყოს, აღნიშნული დაავადება საერთოდ არ იარსებებდა.

ნოვოკაინის“ შეყვანაზე დაეწყო შოკი, პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყოველივე. გარდაცვალება დაახლოებით 12 საათზე დაფიქსირდა“, – განაცხადა მოადგილემ დავით გოგოძემ.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევები თბილისშიც ყოფილა. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა ხუჯაძე-გოგინეიშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკაში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცს ცხვირის ძგიდის ოპერაციას იკეთებდა, ანესთეზიიდან რამდენიმე წუთში დამძიმდა, ტვინის შეშუპება დაეწყო და გული გაუჩერდა. გარადცვლილის ოჯახი ამბობდა, რომ ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს ანესთეზიის მედიკამენტზე სინჯი არ გაუკეთეს.

magti 5g