2027 წლის 17 ივნისს, რუსთავში, კანადელი როკ-მუსიკოსის, ბრაიან ადამსის კონცერტი გაიმართება. ლეგენდარული არტისტი საქართველოს მე-16 სტუდიური ალბომის – Roll with the Punches (2025) მარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და მასშტაბურ პერფორმანსს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჩვენ ქვეყნაში ჩანიშნულ პერფორმანსთან დაკავშირებით, შემსრულებლის ოფიციალურ ვებგვერდზეც დასტურდება.
არსებული ცნობებით, მსმენელი მოისმენს ადამსის მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის გამორჩეულ სიმღერებს და იხილავს დაუვიწყარ ცოცხალ შესრულებას.
ამრიგად, კონცერტზე შესრულდება როგორც ახალი ალბომის სიმღერები, ასევე არტისტის ისეთი საკულტო ჰიტებიც, როგორებიცაა: Summer of ’69, Heaven, Please Forgive Me, (Everything I Do) I Do It For You და სხვა.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ცნობისთვის, ბრაიან ადამსი ლეგენდარული კანადელი როკ-მუსიკოსი, გიტარისტი და ფოტოგრაფია. მან მუსიკალური მოღვაწეობა 1970-იან წლებში დაიწყო, მსოფლიო აღიარება კი, 1980-იან და 90-იან წლებში მოიპოვა. ის ცნობილია თავისი ენერგიული ცოცხალი შესრულებითა და რომანტიკული როკ-ბალადებით.
ის, რომ ადამსი 66 წლის ასაკშიც ინარჩუნებს საოცარ ენერგიას და აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას ამის დასტურია მისი მიმდინარე, Roll With the Punches Tour.