რუსთავში ერთ-ერთ საცოვრებელ კორპუსში ხანძარია. ცეცხლი მე-12 მიკრორაიონში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობითი სამუშაოები.
მათივე ინფორმაცით, მიმდინარეობს კორპუსის ევაკუაცია.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი მცირე წლოვანი.