უბედური შემთხვევა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეა.
„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ შემთხვევა სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.