რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. შემთხვევა კოსტავას N15-ში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.