LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსუდანი იყო პოზიტივის დედოფალი… თანავუგრძნობ ანრის, მაგდას, მთელ ოჯახს შეურიგებელია დედის დაკარგვა…“ – მამა პეტრე კოლხი

416
პეტრე კოლხი

კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას, მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელით ეხმაურება და თანაუგრძნობს რუსუდანის ოჯახის წევრებს.

„გამიფრინდა ჩემი ბედნიერება… მიყვარხარ“ – ანრი ჯოხაძეს დედა გარდაეცვალა

„ანრის დედა ძალიან მიყვარდა… რუსუდანი იყო პოზიტივის დედოფალი… სულ სამჯერ, შეიძლება მეტჯერაც მივსულვარ მასთან, სახლში, ისეთი დახვედრა იცოდა, გეგონა დიდი ხნის უნახავ ნათესავს ხვდებოდი… თანავუგრძნობ ანრის, მაგდას, მთელ ოჯახს შეურიგებელია დედის დაკარგვა…

ეს ლექსი მისი ერთი ინტერვიუს პასუხია !…

„ფრთხილად, ზურგზე არ შეგცივდეს დედა,
დეკემბერი რომ  გადაგხდის საბანს…
და სიზმარში თუ ნახულობ, ნეტავ,
უშენობით გადახდენილ ამბავს…
შენს საწოლთან ჩუმად მივალ  დედა,
სუნთქვის ხმა რომ მოვისმინო შენი-
როგორც ბოლო მელოდიის სევდა,
უშენობას რომ ავსებს და შვენის…
და ვგრძნობ მალე შემცივდება, დედა…
დეკემბერი თავდახრილი მიდის…
შენს ოთახში ხშირად შემოგხედავ,
უშენობას თუკი შევურიგდი !..“, – წერს პეტრე კოლხი.

„დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა… მადლობა ჩემო ბებიკონა კეთილი საქმეებისთვის… შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს“ – ანრი ჯოხაძის დისშვილი რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებაზე

„გაგვიფრინდა მისი ლამაზი სული, რომელიც 2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა…“ – დალი ჩიტალაძე რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g