LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნაზე ინფორმაცია დეზინფორმაციაა, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას – განათლების სამინისტრო

135
260663432_0_142_2993_1825_1920x0_80_0_0_84a5c396c45a7d956d788c9f29045670

რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელეს.

მათი განმარტებით, „ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა.

როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.

„არ მგონია, რომ კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს - დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებაზე საუბარი არასერიოზულია“ - ნინო წილოსანი თბილისში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე

ცნობისათვის, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში რუსეთი რუსულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გეგმავს და შესაფერის ადგილს უკვე ეძებენ.

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ინტერნეტგამოცემა SOVA-მ პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუზე დაყრდნობით დაწერა, რომ საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g