ყაზახეთში სოსო პავლიაშვილის კონცერტების გაუქმებას ითხოვენ. მომღერლის ალმათიში დაგეგმილ კონცერტს, მოსახლეობის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინტერნეტში ვრცელდება ალმათიში მცხოვრები ადამიანების კომენტარები, რომლებიც სოსო პავლიაშვილს რუსული აგრესიის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ და ორგანიზატორებს მოუწოდებენ, მისი კონცერტები, გრიგორი ლეპსის კონცერტების მსგავსად, გააუქმონ.
„რამდენი შეიძლება ამის ატანა? ვაკუუმში ვცხოვრობთ? რად გინდათ ხალხი, ვინც ომსა და ფაშიზმს უჭერს მხარს?“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
„გაუყენეთ ლეპსის გზას“, „რატომ ვიწვევთ ხალხს, ვინც ღიად ემხრობა ტერორს?“ – წერია კომენტარებში.
სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილი რუსი ოკუპანტები მოინახულა და მათ კონცერტი გაუმართა
„ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დღეს გილოცავთ“ – სოსო პავლიაშვილი რუსეთს „სამხედრო ძლიერების დღეს“ ულოცავს