უკრაინელმა სამხედროებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
უკრაინელი ჯარისკაცების მორიგ წარმატებაზე ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა, მოგვიანებით კი სუმის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ ტელეგრამში დაადასტურა.
“მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ, რუსული არმია გაიქცა ტროსტიანეციდან, დატოვა იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც 93-ე ბრიგადა გამოიყენებს უკრაინის სხვა ქალაქების გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში