LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული არმიის კრიტიკის გამო სერგეი ლაზარევი პროპაგანდისტული კონცერტიდან მოხსნეს და ნიკოლაი ბასკოვით ჩაანაცვლეს

239
lazarevi

რუსული მედია წერს, რომ ქალაქ ლიპეცკში დაგეგმილ პროპაგანდისტულ კონცერტზე სერგეი ლაზარევი ვეღარ იმღერებს. ეს გადაწყვეტილება რუსეთის კულტურის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ლაზარევმა ღიად დაგმო რუსული აგრესია უკრაინაში. მოგვიანებით კი უარი განაცხადა ე.წ. ლტოლვილებთან შეხვედრასა და მათთან ფოტოების გადაღებაზე.

კონცერტი კრემლის სვასტიკად წოდებული Z ნიშნის ქვეშ იმართება და მისი ჰედლაინერები სწორედ სერგეი ლაზარევი და ჟასმინი უნდა ყოფილიყვნენ. მალევე ცნობილი გახდა, რომ ლაზარევს კონცერტზე პუტინის დიდი მეხოტბე, ნიკოლაი ბასკოვი შეცვლის.

„რუსულ არმიას მან უწოდა სამარცხვინო, ხოლო ხალხს, ვინც მას მხარს უჭერს, დებილები… ჰოდა, ვამბობ, დებილი ვარ“ –  პუტინის საყვარელი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი

უკრაინულმა სასამართლომ ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g