LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: ინგუშეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ოთხი მხარდამჭერი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

62
ტერორისტები ინგუშეთში

რუსული მედიის ცნობით, ინგუშეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ოთხი მხარდამჭერი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ცივი იარაღებით თავდასხმა სამართალდამცველების წინააღმდეგაც უნდა მოეწყოთ.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, დაკავებულებმა კონტაქტი დაამყარეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს აღმოაჩნდათ: ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი მოწყობილობები, ასევე მათი წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები და იარაღები.

გარდა ამისა, საკომუნიკაციო საშუალებებში ტერორისტული ორგანიზაციის წევრებთან მიმოწერა აღმოჩნდა, რაც მათ დანაშაულებრივ განზრახვას ადასტურებდა. დაკავებულებს შორის ორს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინაშე ფიცი აქვს დადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g