სასულიერო პირი, მამა ირინეოს შენგელია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
მოხდა უბედური შემთხვევა და ინგუშეთში პატარა ბიჭი გარდაიცვალა.
„რა ამაყია ინგუშეთის მიწა-წყალი შენ რომ უნდა ჩაგიკრას გულში! რა დიდებული ხარ ხიზირ დერბიჩევო მთელი კავკასია რომ შენ გეძებდა… მთელი ქვეყანა რომ შენ დაგტირის… დიდი თუ პატარა შენზე რომ ლაპარაკობს…
შენ ის ბიჭი ხარ მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები, შენი ძვირფასი ცხედარი რომ გვეპოვნა და პატივით მიგვებარებინა შენ მშობლიურ მიწას!
ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია და ასე დიდებული ვინ გშობა, შენმა დალოცვილმა დედამ…
ხიზირ გაგიმარჯოს“, – ვკითხულობთ ტექსტში.
