მდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
19 წლის მოხალისე დაღესტნიდან იყო.
რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა და მოხალისეებმა მდინარე სუნჟაში იპოვეს 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ცხედარი, რომელსაც 8 დღის განმავლობაში ეძებდნენ. პატარა გმირის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან (სოფელ იანდარედან) დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.
შემთხვევა 15 ივნისს მოხდა. ბავშვი მდინარეში მას შემდეგ გადახტა, რაც დაინახა, რომ მისი მეგობარი წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა. ხიზირმა მოახერხა მეგობრის დინებიდან გამოყვანა და მისი გადარჩენა, თუმცა თავად ძლიერმა ნაკადმა გაიტაცა.
სამძებრო ოპერაციაში, საგანგებო სამსახურებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა 20 000-ზე მეტი მოხალისე მთელი რეგიონიდან.
