LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობს 

124
ქართული-ღვინო

2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ინფორმაციას რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, საქართველომ იტალიას გაუსწრო. რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს – მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც – ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.

ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა განპირობებულია „გადახდასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობით“, და ასევე იმ კონტრაქტებით, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები პირდაპირ მწარმოებლებთან დებენ. ასევე ქართულ ღვინოზე ნულოვანი საიმპორტო ბაჟი ვრცელდება და მათი ფასი შედარებით სტაბილურია.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g