LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული ქალაქები იბომბება! რა გეგმა აქვს თავდაცვის სამინისტროს ჩვენს დასაცავად?“ – თინა კანდელაკი

219
თინა-კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი „ტელეგრაზე“ რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებების სერიას ეხმიანება:

„დღეს ჩვენი ხუთი რეგიონი უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით დაბომბეს. სამხედრო დრონებმა გაანადგურეს საცხოვრებელი სახლები ბელგოროდში. ტუაფსეში  ,,როსნეფტის” ტერმინალზე აფეთქება მოხდა, სადაც ასევე შენიშნეს უპილოტო საფრენი აპარატები. დრონები ჩანდა ბრიანსკშიც, მეხუთე რეგიონი კი მოსკოვის ოლქია, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი გაზგასამართ სადგურთან ჩამოვარდა. როგორ ხედავთ, შეტევების გეოგრაფია მასშტაბურია.

ახლა მაქვს უამრავი კითხვა, რუსული ქალაქები იბომბება და ეს ახალი რეალობაა? რამდენი რეგიონი დაიბომბება შემდეგი შეტევისას? რა გეგმა აქვს თავდაცვის სამინისტროს ჩვენი ქალაქების დასაცავად? ვინ აძლევს უსაფრთხოების გარანტიას ჩვენს ხალხს?” – წერს კანდელაკი

თინა კანდელაკი: „გულს ვერ უბრძანებ, ხალხის გულებში ბორშჩი რუსული კერძია და არა უკრაინული“

,,ნიუ-იორკში სიბნელე, სიბინძურე, ბომჟები და სიცივეა… თითქოს 2010 წლის მოსკოვში ჩახვედი” – თინა კანდელაკი

როგორი ბოტასი მოუხდება ვლადიმერ პუტინს – თინა კანდელაკი პუტინისთვის ფეხსაცმელს არჩევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები