LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული საავიაციო ხელისუფლება მუდმივად გვაშანტაჟებს -„ჯორჯიან ეარვეისის” პრეზიდენტი

94
unnamed

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან კარგია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე არ უნდა აღდგეს. აღნიშნული საკითხი უნდა იყოს განხილული მოლაპარაკების ფორმატში, რომელშიც აუცილებლად უნდა ჩაერთონ საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული საავიაციო ხელისუფლება მუდმივად აშანტაჟებს ამ საკითხით ქართულ მხარეს რომ თუ დათმობის პირობებში არ ვიმუშავებთ მათთან, ისინი ფრენებს შეგვიწყვიტავენ. ახლა უკვე მესამედ შეწყდა ავიამიმოსვლა, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. ავიამიმოსვლის აღდგენა უნდა მოხდეს 1993 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და აქამდე დადებული ყველა დროებითი შეთანხმება, გაუქმებულად იქნას ცნობილი, რაც უზრუნველყოფს იმას რომ ქართული მხარე და რუსული მხარე ვიყოთ თანაბარ პირობებში და დაცული იქნას პარიტეტი და გათვალისწინებული იქნას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები“, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g