„რუსული სამხედრო ხომალდი „ფლაგმანი“ ღირსეული მყვინთავთა ადგილია“. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ასეთი ადგილი შავ ზღვაში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი წერს და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, სადაც იგი მყვინთავის შესაბამისი აღჭურვილობითაა წარმოდგენილი.
უკრაინული მედია წერს, რომ ამ ფორმით, თავდაცვის მინისტრი რუს ოკუპანტებს „ტროლავს“ და მათ „დამხრჩვალ ხომალდ „მასკვას“ გამო დასცინის.
„ომში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, კატასტროფის ადგილს აუცილებლად მოვინახულებ. სხვათა შორის, მე უკვე 300 ჩაყვინთვა მაქვს.“– წერს რეზნიკოვი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, შავ ზღვაში კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აღიარა.
A “flagship” russian warship is a worthy diving site. We have one more diving spot in the Black Sea now. Will definitely visit the wreck after our victory in the war.
BTW, I already have 300 scuba dives pic.twitter.com/q2Buc51qeI— Oleksii Reznikov (@oleksiireznikov) April 15, 2022