რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
აბაშიძის ინფორმაციით, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში განიხილება საქართველოს მოქალაქეების საკითხი, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან.
„2014 წელს გავათავისუფლეთ ჩვენი 3 მოქალაქე. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და ალბათ ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება“, -განაცხადა აბაშიძემ.