LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა დაშავებულიდან ორის მდგომარეობა საყურადღებოა – დავით სერგეენკო

228
96422124

დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან, ორის მდგომარეობა საყურადღებოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორივე მათგანს სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს.

„აფეთქების შედეგად რვა ადამიანმა მიიღო დაზიანება. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. თუმცა, მათ სამედიცინო დახმარება დაზიანების პირველივე წუთებიდან გაეწიათ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის,“ – აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, თბილისში, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ძლიერი აფეთქება მოხდა.  დაშავებულებს შორის არის 7 თვის ბავშვიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g