LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა ტყუილი, რაც გიორგი გახარიამ თქვა – გოკა გაბაშვილი

276
goka gaxaa

“ევროპული საქართველოს” წევრი გოკა გაბაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება. გაბაშვილი იმ რვა საკითხს გამოყოფს, რომელზეც მისი თქმით, მინისტრმა იცრუა:

1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია – ტყუილია❗- გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღეთ 

2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა – ტყუილია ❗- საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე

3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა – ტყუილია❗- პროტესტის მთავარ მითხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება

4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა – ❗ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში გაფლაშული ოკუპანტის სახით

სახელმწიფო გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა - გიორგი გახარია

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკოსების დაკავებები დაიწყოს, გახარია აცხადებს, რომ ეს იქნება მტკიცებულებებზე დამოკიდებული.

5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის – ტყუილია❗- იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით

6. დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ – ტყუილია ❗- პირიქით, პრემიერ მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პიობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება

7. ყველაფერი იყო აუცილებელი მიგერიების ფარგლებში – ტყუილია ❗ და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით

8. გადადგომა პასუხესმგენლობისგან გაქცევას ნიშნავს – ტყუილია❗ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების.
სამართლებრივის დროც დადგება…- ამბობს გოკა გაბაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g