გია მურღულია სოციალურ ქსელში სიღრმისეულ პოსტს აქვეყნებს ადამიანური თვისებების საზღვრებზე.
„რწმენის საზღვარი მარადისობაა.
სიყვარულის საზღვარი იმედგაცრუებაა.
თავისუფლების საზღვარი შიშია.
ერთგულების საზღვარი ეჭვია.
ბედნიერების საზღვარი ბედისწერაა.
ადამიანობის საზღვარი ეგოიზმია.
ფიქრის საზღვარი კმაყოფილებაა.
ძალაუფლების საზღვარი ერთფეროვნებაა.
შემეცნების საზღვარი სიზარმაცეა.
სიბრიყვის საზღვარი… მას საზღვარი არ აქვს.“