LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair-ის თვითმფრინავი აგრესიული მგზავრის გამო ექსტრემალურად დასვეს

27

Ryanair-ის თვითმფრინავი აგრესიული მგზავრის გამო ექსტრემალურად დასვეს. ლაინერი ესპანური ალიკანტედან დუბლინში მიფრინავდა, თუმცა პილოტებს უკან დაბრუნება მოუხდათ. მიზეზი კი ბორტზე მყოფი წყვილის კონფლიქტი იყო. მოჩხუბრების გაშველება ბორტგამცილებლებმა და სხვა მგზავრებმა სცადეს, თუმცა ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. წყვილი არანაირ შენიშვნაზე არ რეაგირებდა, ამიტომ კაპიტანმა ალიკანტეში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. აეროპორტში დებოშირებს პოლიცია ელოდებოდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა წყვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები