LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააფთიაქო ქსელებში „ტამიფლუს“ რეალიზაცია მოგების გარეშე ხდება – ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

1547119440-tamiflu

იურიდიული პირები, რომლებიც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრები არიან, პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე – ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„აპელირება იმაზე, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ასოციაცია ასევე აღნიშნავს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება,“ – ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g