LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო!

435
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

დღეიდან, 16 სექტემბრიდან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შექმნილი ახალი პროგრამა ამოქმედდა.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება.

პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.

მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.

მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. ის ნებისმიერ მსურველს დაეხმარება განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი ან დაიწყოს ახალი საქმიანობა.

სესხის პროცენტის სრულ დაფინანსებას მიიღებენ:

  • ახალი მეწარმეები (შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს ან/და ბიზნესის დარეგისტრირებიდან გასულია 1 წელზე ნაკლები დრო);
  • ქალი მეწარმეები;
  • მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები.

პროგრამის ყველა სხვა მონაწილე შეძლებს აიღოს სესხი ნაწილობრივი დაფინანსებით, შეღავათიანი პირობებით 8.5 %-ში.

პროგრამაში ჩასართავად მეწარმეები უნდა ეწვიონ სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრებს ან მიმართონ ნომერზე 15-25. სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას.

mazda magti 5g