LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: “ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი…”

40272
BeFunky-collage

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვინც ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ადამიანებს შორის იყო მისი 15 წლის შვილი.

“მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, გამიგია ათასობით ჩემი თანამემამულისგან, რომლებიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში, იმ ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ვხვდებოდი დიდ შეკრებებზე ემიგრანტების, ევროპაში და ამერიკაში. რომ უნდა დავბრუნდე საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, რომელმაც თქვა, რომ ან ახლა, ან არასდროს და ჩვენ დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას, ნიკუშამ, ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევარი, კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, პატიმრების ჯანდაცვის კუთხით, ისევე როგორც სკრინინგი და უამრავი სხვა რაღაც და ეს მილიარდერები კი არ ვიყავით, 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, აი გია ბარამიძეს კარგად ახსოვს, 400 იხარჯებოდა ქველმოქმედებაზე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი: მასამართლებენ საქმეზე, რომელიც გირგვლიანის საქმე არც არის, პიარისთვის დაარქვეს

რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას… გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაკავებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს – სააკაშვილი

უკრაინაში სახლიც მქონდა, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მაგრამ დავბრუნდი, იმიტომ რომ საქართველო გიჟივით მიყვარს – სააკაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე

გელას გარდაცვალებამდე ირაკლი ჩარკვიანი მესიზმრა – სააკაშვილის ემოციური გამოსვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g