ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ”“ქართლში”, დევნილთა დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც სააკაშვილი წერს, მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა და მთელი ღამე ვერ დაიძინა:
“გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით – მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.
ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.
ვრცლად მომხდარის შესახებ:
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია